პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან თბილისის სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობით მივიდნენ. მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი.
ისინი ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 29-ე დღეა გრძელდება.
მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.