მედია: მეცნიერებს ტრამპის მეორე ვადის შიში აქვთ

სამეცნიერო საზოგადოებას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეორე ვადის შიში აქვს.

მედიის ცნობით, ტრამპმა მისი პირველი ვადით არჩევისას კლიმატის სფეროში სამეცნიერო კვლევები შეამცირა.

„უფრო და უფრო მეტი მეცნიერი გამოთქვამს შეშფოთებას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში მოსალოდნელი გეგმების შესახებ“, – წერს პორტალი Semafor-ა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, პირველი ვადის განმავლობაში ტრამპმა გააუქმა ან გადახედა მრავალ გარემოსდაცვით რეგულაციას და ცდილობდა შეემცირებინა სამეცნიერო კვლევებში ჩართული ფედერალური სააგენტოების ბიუჯეტი.

როგორც Semafor-ა განმარტავს, ტრამპის 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს სამეცნიერო თემები თითქმის არ იყო წამოჭრილი, მაგრამ მეორე ვადით მისმა პრეზიდენტობამ შეიძლება გამოიწვიოს ფედერალური დაფინანსების შემცირება, უცხოელი მკვლევრებისთვის სავიზო შეზღუდვების გამკაცრება და სამეცნიერო პროექტების მოთხოვნების გაზრდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები