ალექსი პეტრიაშვილი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ევროკომისარს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანს შეხვდა. შეხვედრა ბელგიაში, ქ.ბრიუსელში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ალექსი პეტრიაშვილმა და იოჰანეს ჰანმა, რომელიც წარდგენილია ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების ევროკომისრის თანამდებობაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, რეგიონში არსებული ვითარება და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ ევროპარლამენტი უახლოეს მომავალში მოახდენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები