ნობელის პრემია ფიზიკაში ლურჯი დიოდის შემქმნელებს გადაეცათ
ნობელის პრემია ფიზიკაში იაპონელ მეცნიერებს ისამ აკასაკის, ხიროსი ამანოს და სუდზი ნაკამურეს LED-ის ნათურების შექმნისთვის მიენიჭათ. ამის შესახებ ნობელის კომიტეტმა სტოკგოლმში განაცხადა.
უცხოური პრესის ინფორმაციით, სანტა-ბარბარაში კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა ნაკამურამ და მისმა იაპონელმა კოლეგებმა პროფესორებმა ამანომ და აკასაკამ პრემია ლურჯი დიოდის (LED-ის) შექმნისთვის მიიღეს. LED-ი ეს არის მკვეთრი, იაფფასიანი და ენერგოდამზოგველი სინათლის წყარო.
„LED-ის გამოგონებასთან ერთად ჩვენ გამოგვიჩნდა სინათლის უკვე არსებული წყაროს ალტერნატივა, მუშაობის უფრო ხანგრძლივი ვადით და ენერგიის უფრო ნაკლები დახარჯვის შესაძლებლობებით“, – განაცხადა შვედეთის სამეფო სამეცნიერო აკადემიის წარმომადგენელმა.