ლუკა კურტანიძის მეუღლე რამაზ ნოზაძეს: ჩემი ვერ დაბადებული შვილის მკვლელი ხარ შენ

 

     ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის მეუღლე ხათუნა მიქატაძე სოციალურ ქსელში ოჯახური ტრაგედიის დეტალებზე ჰყვება. როგორც მიქატაძე წერს, მან ნაყოფი დაკარგა. კურტანიძის მეუღლე აცხადებს, რომ ექიმის რეკომენდაციების შესრულება ვერ შეძლო.
მიქატაძე ამის მიზეზად მისი მეუღლის – ლუკა კურტანიძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ასახელებს
“20 წუთია, რაც ექიმისგან გამოვედი… ჩემი პირადით არასოდეს შემიწუხებია საზოგადოება. არც ყვითელ პრესკამერებთან დამიწყია ოდესმე პოზირება. ახლა კი ყველას გასაგონად და ხმამაღლა მინდა ვთქვა – მაპატიე, შვილო. მაპატიე, დედი, რომ არ მოგიფრთხილდი… ექიმის რჩევა, წოლითი რეჟიმი და სიმშვიდე შემენარჩუნებია, ვერ გავითვალისწინე. ვერ შევძელი ლუკას, ჩემი სიცოცხლის მეორე ნახევრის გარშემო ატეხილი უსამართლო პროცესებისთვის მშვიდად მესმინა… სანამ ჩვენს პირად ცხოვრებას შეეხებოდნენ, მანამდე კიდევ მქონდა იმედი, რომ საკუთარ სახელსა და ჯიბეზე მომართული ადამიანები თავის თავში მოძებნიდნენ ძალას, რომ პირად კეთილდღეობაზე მაღლა ქვეყნისა და ერის სიყვარული დაეყენებინათ… ადამიანობას მოკლებული, გარეწარი და ჩემი ვერ დაბადებული 9 კვირის შვილის მკვლელი ხარ შენ, რამაზ ნოზაძე, არჩილ ქიტიაშვილო, დავით მოძმანაშვილო…”, – წერს ხათუნა მიქატაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები