ისრაელმა ლივანის ტერიტორიას ცეცხლი გაუხსნა
ისრაელის ჯარმა ლივანის სამხრეთ ნაწილს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაცია ამის შესახებ უცხოურ პრესაში გავრცელდა, თუმცა ისრაელის თავდაცვის ჯარის მხრიდან ამის დადასტურება ჯერ არ არის. სროლა ისრაელმა იმის შემდეგ გახსნა, რაც ისრაელის და ლივანის საზღვარზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ისრაელის 3 ჯარისკაცი დაშავდა. ტელეკომპანია „ელ-მიადინის“ და გაზეთ „დეილი სტარის“ მონაცემებით კი, დაშავებული 2 იყო.
უცხოური პრესის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ეს პირველი ინცინდენტი არ არის, რომელიც ისრაელსა და ლივანს შორის მოხდა. 5 ოქტომბერს ლივანის ჯარმა ისრაელის პატრულს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად ლივანის 1 სამხედრო დაიჭრა. ინცინდენტის მოგვარებაში გაეროს სამშვიდობოები ჩაერთნენ.