ისრაელის პრემიერ-მინისტრი: “ჰამასთან“ მძევლების საკითხზე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია მიღწეული
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასთან“ მძევლების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი არის მიღწეული, თუმცა, ნეთანიაჰუს თქმით, არ იცის, რამდენი ხანი დასჭირდება შედეგების დანახვას.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა რამდენიმე ფრონტზე სამხედრო თვალსაზრისით დიდ წარმატებებს მიაღწია და „ჰამასზე“ სამხედრო ზეწოლამ მისი ლიდერები აიძულა, შეერბილებინათ თავიანთი მოთხოვნები.
„არის პროგრესი. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას ნებისმიერი გზით და შეუჩერებლად, ვიდრე მტრის მიწიდან ყველას სახლში არ დავაბრუნებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანამ განიმტკიცა თავისი პოზიცია, როგორც რეგიონულმა ძალამ და ისრაელის ამერიკელ მეგობრებთან ერთად აბრაამის შეთანხმებების გაფართოებას გეგმავს.