დონბასმა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის 80% დაკარგა
რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის შედეგად დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ეკონომიკური პოტენციალის 80% დაკარგულია. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის განვითარების და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ რომან კაჩურმა განაცხადა.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტერიტორიაზე (დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე) ეკონომიკის მაჩვენებელი დაახლოებით 80%-ით დაეცა. აშკარად, ეს როგორც პირდაპირ, ისევე ირიბ გავლენას ზოგადად უკრაინის ეკონომიკაზე ახდენს“, – განაცხადა კაჩურმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ლუგანსკის ოლქში, მოცემულ მომენტში, 23-იდან 19 საწარმოა გაჩერებული, დონეცკის ოლქში კი, ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მონაცემებით, დაახლოებით საწარმოების 50%-ი.