რომის პაპი შობის დღესასწაულის წინ ომის ყველა ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
რომის პაპი ფრანცისკე საშობაოდ ომის ყველა ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას Voice of America ავრცელებს.
ამასთან, პაპმა ფრანცისკემ დაგმო უკრაინასა და ღაზაში სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვის სისასტიკე.
„დაე, იარაღი გაჩუმდეს და საშობაო სიმღერები აჟღერდეს! მოდით ვილოცოთ, რომ შობის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტა იყოს ომის ყველა ფრონტზე, უკრაინაში, წმინდა მიწაზე, მთელ ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა რომის პაპმა.