პუტინმა ღამით მიტინგების ჩატარება აკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმად, მიტინგების, დემონსტრაციების და პიკეტების ჩატარება ღამის საათებში იკრძალება. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ პრესაში გავრცელდა. ცვლილებების თანახმად, „არ შეიძლება, რომ ადგილობრივი დროით საჯარო ღონისძიება 7 საათამდე დაიწყოს და 22 საათის შემდეგ დასრულდეს“. გამონაკლისი საჯარო ღონისძიებებს, რომლებიც „რუსეთის სამახსოვრო თარიღებს“ და „კულტურული შინაარსის“ აქციებს შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები