პარლამენტში 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს განხილავენ

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პარლამენტის კომიტეტებს ბიუჯეტის პირველად ვარიანტს აცნობს. დეპუტატების შეკითხვები, ძირითადად, პენსიებსა და სოციალურ პროგრამებს უკავშირდება.
ფინანსთა მინისტრი პენსიების ზრდის პირობას დებს, თუმცა რაოდენობას ჯერ ვერ აკონკრეტებს. განხილვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ესწრებიან, თუმცა ცნობილია, რომ საპარლამენტო უმცირესობა პროექტს არ ეთანხმება.
მომავალი წლის ბიუჯეტი 9 მილიარდ 350 მილიონი ლარითაა განსაზღვრული – პროიორიტეტულ სფეროებად ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა და სოფლის მეურნეობაა გამოყოფილი. დეპუტატთა შენიშვნების მოსმენის შემდეგ დაახლოებით 10 დღეში ბიუჯეტის პირველად ვარიანტს ისევ მთავრობას გაუგზავნიან, რის შემდეგაც პარლამენტში შესწორებული ვერსია შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები