“ვიმედოვნებ, რომ ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგება“
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგება.
აღნიშნული სურვილი რიჩარდ ნორლანდმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან პრეზიდენტის შეხვედრაზე გამოთქვა. შეხვედრა დღეს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების 100-მდე წარმომადგენელს შეხვდა.