ესპანეთი ებოლას ახალ შემთხვევას იძიებს
მადრიდის საავადმყოფოში ებოლას ვირუსით დაავადების შემთხვევის გამოძიება მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ესპანელი მედდა პირველი ადამიანია, რომელიც ებოლას ვირუსით დასავლეთ აფრიკის ფარგლებს გარეთ დაავადდა. მედდა 2 ესპანელ მისიონერს მკურნალობდა, რომლებიც შემდგომში ვირუსისგან დაიღუპნენ.
40 წლის მედდას მდგომარეობა სტაბილურია. ის ერთ-ერთი საავადმყოფოს სპეციალურ განყოფილებაში გადაიყვანეს, – წერს უცხოური პრესა.
შეგახსენებთ, რომ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3400 ადამიანს აჭარბებს. უმეტესობა მათგანი დასავლეთ აფრიკაში გარდაიცვალა. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ებოლას ვირუსზე აშშ-ში ჩამოსული ყველა მგზავრის გადამოწმების შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, ამერიკულმა ლიდერმა სხვა სახელმწიფოების ხელმძღვანელები გააკრიტიკა, რადგან „ისინი ეპიდემიასთან ბრძოლაში ისე აგრესიულად არ მოქმედებენ, როგორც საჭიროა“, – წერს უცხოური პრესა.