ორგანიზაცია „გარეული იხვები“ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დაეხმარება – „კვირა“ საქველმოქმედო საღამოს მხარდამჭერია

არასამთავრობო ორგანიზაცია „გარეული იხვები“ მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად 10 ოქტომბერს კლუბ „სენატში“ საქველმოქმედო საღამოს მართავს. საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალი „კვირა“ კი საღამოს საინფორმაციო მხარდაჭერია.
როგორც „კვირას“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ომარ კეკუტიამ განუცხადა, კლუბში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დროის სასიამოვნო გატარებასთან ერთად გამოხატონ თანადგომა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დაეხმარონ.
კეკუტიას განმარტებით, საქველმოქმედო საღამოს ფარგლებში შეგროვილი თანხით ორგანიზაცია „გარეული იხვები“ ბავშვთა სახლის „მომავლის გზა“ აღსაზრდელებისთვის მათთვის აუცილებელ საჭირო ნივეთებს შეიძენს.10726330_954029517958398_869321019_n
„ჩვენი ორგანიზაციის მიზანი ბავშვებზე ზრუნვაა. ახალახან ჩამოვყალიბდით და აქტიური მუშაობისთვის ვემზადებით, თუმცა უკვე განსაზღვრულია, რომ „გარეული იხვები“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მზრუნველობამოკლებული, მიუსაფარი ბავშვების ინტეგრაციასა და სოციალიზაციისთვის იზრუნებს. რაც შეეხება „სენატში“ დაგეგმილ ღონისძიებას, ამ ეტაპზე მზუნველობამოკლებულ ბავშვებს დავეხმარებით, სამომავლოდ კი სხვა სახის, კიდევ უფრო მეტი შედეგის მომტან მასშტაბურ აქტივობებს განვახორციელებთ. ჩვენ უკვე დავუკავშირდით „მომავლის გზის“ წარმომადგენლებს. სახლის აღსაზრდელები უკვე ელოდებიან საზოგადოების დახმარებას. როგორც აღმოჩნდა, ბავშვებს არ აქვთ სასკოლო ჩანთები, ზამთრის ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ჰიგიენური პროდუქტები და სხვა ელემენტარული საჭიროების ნივთები“, – აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები