ქალაქ კობანის მოსახლეობა ჯიჰადისტებისგან თურქეთში გარბის

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ქალაქი კობანი დაიკავეს. ტერორისტები სირიის და თურქეთის საზღვარზე მდებარე ქალაქის 3 რაიონში განლაგდნენ, – წერს უცხოური პრესა. მათ კობანის რაიონები ქურთების მეამბოხეებთან ბრძოლის შედეგად დაიკავეს.
უცხოური პრესის ინფორმაციით, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ჯიჰადისტების მიერ დაპყრობილ რამდენიმე სახლთან “ისლამური სახელმწიფოს” შავი დროშებია აღმართული.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ კობანის ალყა უკვე 3 კვირა გრძელდება. ქალაქის დაპყრობა ჯიჰადისტებს სირიის და თურქეთის საზღვრის მნიშვნელოვანი ნაწილის კონტროლის საშუალებას მისცემს.
გავრცელებული ინფორმაციით, სირიის 160 000-ზე მეტი მოქალაქე ქალაქიდან გაიქცა და თურქეთის ტერიტორიაზე გადავიდა. უმეტესი მათგანი ქურთია.
ქალაქი კობანი ალყაში ახლა 3 მხრიდანაა მოქცეული. ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენელმა იდრის ნასანმა განაცხადა, რომ კობანის დაცემა გარდაუვალია.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოალიციის ავიაციამ ისლამისტების პოზიციებს კობანში ავიადარტყმები მიაყენა.

10617335_845883872118519_1533688665_n

10715898_845883868785186_104963306_n

10721317_845883875451852_1389262564_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები