კადიროვმა პუტინის დაბადების დღე ახალგაზრდების მარშით აღნიშნა

ჩეჩნეთში რუსეთის პრეზიდენტის დაბადების დღე აღნიშნეს. დედაქალაქში ამ დღისადმი მიძღვნილი მრავალათასიანი მსვლელობა გაიმართა. რუსული პრესის ცნობით, აქციის მონაწილეებს ხელში 600 მეტრიანი რუსეთის და ჩეჩნეთის დროშები ეჭირათ. აქტივისტები სკანდირებდნენ „რუსეთი!“ და „ჩეჩნეთი!“.
რუსული პრესის ცნობით, მსვლელობაში მონაწილეობა 100 000-მა ახალგაზრდამ მიიღო. კოლონის სათავეში ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი მიდიოდა. შეგახსენებთ, რომ კადიროვს 3 დღის წინ ჰქონდა დაბადების დღე. მას 38 წელი შეუსრულდა. ვლადიმერ პუტინი კი დღეს, 7 ოქტომბერს, 62 წლის გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები