როგორ აღნიშნავს ვლადიმერ პუტინი დაბადების დღეს?
ვლადიმერ პუტინი დაბადების დღეს აღნიშნავს. რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას პირველად, მან დაბადების დღეზე დასვენების დღეები გამოიყენა და ტაიგაში წავიდა. ციმბირში რუსეთის პირველი პირი სპეციალურად მისთვის მომზადებულ სახლში დაისვენებს, რომელიც დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული. პუტინის პრესსამსახურის წარმომადგენელს არ უპასუხია ჟურნალისტების კითხვაზე – ვისთან ერთად გაატარებს დასვენების დღეებს პრეზიდენტი.