სოხუმი თბილისთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენლებს დაავალა, ქართულ მხარესთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობა განიხილონ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, საუბარია ზაფხულში მისაღები ელექტროენერგიის შემცირების ხარჯზე ზამთრის ლიმიტის გაზრდაზე, როგორც კი ამის საშუალებას ენგურჰესის გამომუშავება მისცემს.

პარალელურად, როგორც რუსული მედია იუწყება, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთს 2025 წელს ელექტროენერგიის უფასო მიწოდება სთხოვა.

რუსეთიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისთვის ელექტროენერგიის მიწოდება კონტრაქტით გათვალისწინებულ, წინასწარი გადახდის ფარგლებში ხდება, ამასთან, როგორც მედია წერს, კონტრაქტის 2025 წლისთვის გაგრძელების შესაძლებლობა ჯერ არ განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები