პრემიერ-მინისტრმა მხარის რწმუნებულებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მხარის რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი რეგიონებში არსებულ მდგომარეობას შეეხო. პრემიერმა გუბერნატორებისგან მოისმინა ინფორმაცია რეგიონებში მიმდინარე პროექტების შესახებ.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი აკაკი ჩხენკელი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები