„კამერონს“ სამი ბოკვერი შეეძინა

თბილისის ზოოპარკში ვეფხვს სამი ბოკვერი შეეძინა. როგორც „კვირას“ თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურში განუცხადეს, სამივე ბოკვერი აქტიურია და თავს კარგად გრძნობს. „ჩვენი თეთრი ვეფხვი, კამერონი 3 ვარდისფერცხვირიანი, ღუნღულა ბოკვრის დედა გახდა! პატარები ჯანმრთელები და აქტიურები არიან, თვალდახუჭულები, ბანცალ-ბანცალით სულ დედიკოს ძუძუკებს დაეძებენ, როგორც კი მიაგნებენ, ჩაებღაუჭებიან, გამოძღებიან, გაიტიკნებიან და იძინებენ ტკბილად. კამერონიც კარგად გრძნობს თავს. ლოკავს და თავს ევლება შვილებს. ერთადერთი შეწუხებული არსება ამ სიტუაციაში ბავშვების მამა, დიდი და მრისხანე მაქსიმუსია. ვერ გაუგია, ასეთი რა მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდა მის ლამაზ მეუღლეს, ქმრისთვის რომ ვეღარ იცლის…“ – აცხადებენ თბილისის ზოოპარკში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები