ლუგანსკში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 11 სამხედრო კი დაიჭრა

ბოლო 24 საათის განმავლობაში „ბოევიკებმა“ უკრაინის სამხედრო ძალების პოზიციების და ეროვნული გვარდიის საგუშაგოების მიმართ კვლავ ცეცხლი გახსნეს. არტილერიიდან სროლის შედეგად სულ 11 სამხედრო დაიჭრა, – წერს უკრაინული პრესა. არიან დაღუპულებიც. ქალაქ ზოლოტოეში სროლის შედეგად „გრადის“ გამოყენებით საკუთარ სახლთან 53 წლის ქალბატონი დაიღუპა. გარდა ამისა, 2 მშვიდობიანი მოქალაქე – 78 წლის მამაკაცი და მისი 45 წლის შვილი ქალაქ პოპასნაიაში დაიღუნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები