„აშშ თანამშრომლობს საქართველოს ყველა მთავრობასთან, ეს არ შეცვლილა და არც შეიცვლება“
საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა კოალიცია “ქართული ოცნების” მმართველობის ორწლიანი მმართველობა შეაფასა. მისი განცხადებით, აშშ საქართველოს ყველა მთავრობასთან თანამშრომლობს.
“24 წელია, მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელახლა მოიპოვა დამოუკიდებლობა, ამერიკის შეერთებული შტატები თანამშრომლობს საქართველოსთან, მის ყველა მთავრობასთან იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში სტაბილურობას, კეთილდღეობას, უსაფრთხოებას”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.