სასამართლომ ნიკო მანაგაძეს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ოთხდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ნიკო მანაგაძე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით 2 დღის წინ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები