ქუცნაშვილის შეფასებით, კოალიციის აღმასრულებელ მდივანს სხვა ფუნქციები არ უნდა ჰქონდეს

ზვიად ჯანყარაშვილის „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად დანიშვნასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განცხადება გააკეთა. მან იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც აღნიშნულ პოზიციაზე ჩამნაცვლებელი გახდა საჭირო. ქუცნაშვილის თქმით, საჭირო იყო პირი, რომელიც სხვა ფუნქციებისგან თავისუფალი იქნებოდა. „აღნიშნულ საკითხებზე შტაბის დონეზე კახი კალაძე მუშაობდა, პარტიის დონეზე კი – მალხაზ მჭედლიშვილი. კალაძე გახლავთ ენერგეტიკის მინისტრი, მალხაზ მჭედლიშვილი კი თბილისის საკრებულოს წევრი. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა პარტიაში პირის ჩანაცვლება, რომელიც განახორციელებს აღმასრულებელ უფლებამოსილებას და რომელიც სახელმწიფო თუ ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებისგან გათავისუფლებული იქნება. ასე ვხსნი ამ გადაწყვეტილებას.“ რაც შეეხება სამომავლო ცვლილებებს, თუნდაც რეგიონული მიმართულებით, როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, აღნიშნულს ყრილობა გადაწყვეტს, რომელიც მალე იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები