დონეცკში 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
საბრძოლო მოქმედებების შედეგად დონეცკში 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ დონეცკის საქალაქო საბჭო ავრცელებს.
„ღამემ ქალაქში შედარებით მშვიდად ჩაიარა, იმის მიუხედავად, რომ საღამო იყო დაძაბული. 17.00 საათზე კიევსკის რაიონს არტილერიიდან ცეცხლი კვლავ გაუხსნეს. ვზლიოტნაიას ქუჩაზე 9 სართულიანი სახლი დაზიანდა. 21.00 საათზე კოვალკოს ქუჩაზე და კუიბიშევსკის რაიონში ჭურვი კერძო სახლებს მოხვდა. კუიბიშევსკის რაიონში სახლი სრულადაა განადგურებული. საბრძოლო მოქმედებების შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 10-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა უკრაინული პრესა წერს, რომ დღეს ქალაქში მდგომარეობა სტაბილურად დაძაბულია.