ხოდორკოვსკიმ აღიარა, რომ პუტინზე სუსტია

ხოდორკოვსკიმ აღიარა: ის ისეთი ძლიერი არ არის, რომ ვლადიმერ პუტინი ბრძოლაში გამოიწვიოს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ პრესაში გავრცელდა. „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის მიხეილ ხოდორკოვსკის აზრით, პუტინს მხოლოდ ძალადობის ენა ესმის, თუმცა ოლიგარქი ჯერჯერობით ისეთ ძლიერ პოზიციაზე არ არის, რომ პუტინი დაამარცხოს. ამასთან, ხოდორკოვსკიმ აღნიშნა, რომ პუტინს მის პირად მტრად არ თვლის, მაგრამ რუსეთში დემოკრატიის დასამყარებლად ბრძოლას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ხოდორკოვსკიმ განაცხადა, რომ გლობალურ კამპანიას დაიწყებს, რომ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანა გახდეს, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჰქონდეს და მოქმედუნარიანი ოპოზიცია ჰყავდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები