პრეზიდენტი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების 100-მდე წარმომადგენელს ხვდება.
შეხვედრა ამერიკის სავაჭრო პალატის ინიციატივით იმართება.
შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა, რის შემდეგაც ბიზნესმენების შეკითხვებსაც უპასუხებს.
ქვეყნის პირველი პირი საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტენდენციებსა და დაბრკოლებებზე ისაუბრებს, ასევე მიმოიხილავს რუსეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ნატოს ბოლოდროინდელი სამიტის შედეგებს. ამავე თემებზე გაიმართება დისკუსია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები