“ზურაბიშვილი თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ სააკაშვილს მიბაძოს და შენობის სახურავზე აძვრება, კარგი სანახავი იქნება” – მაჭარაშვილი

“ზურაბიშვილი თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ, სხვა ყველაფერთან ერთად, სააკაშვილს მიბაძოს და თავისი ადმინისტრაციის შენობის სახურავზე აძვრება, როგორც სააკაშვილი აძვრა კიევში, როცა აპატიმრებდენ, ძალიან კარგი სანახავი იქნება”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„წინასაახალწლოდ კომედიური ჟანრის რაღაც ფილმებსაც დავდგამთ. სხვა რეალური მოლოდინი არ უნდა არსებობდეს. სულ მცირე, არასერიოზულია ახლა, რომ სერიოზული კომენტარები გავაკეთოთ სალომე ზურაბიშვილის ფეხების გაფშეკაზე, რომ ის არ გამოვა და ჩაებღაუჭება იმ სკამს, რომელი სკამიც გაყიდა. რამდენ მილიონად თუ რაზე გაყიდა, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, რომ მან აშკარად გაყიდა ეს სკამი და ახლა ალბათ იმიტომ ჩაებღაუჭება, რომ უღირს პრეზიდენტის სკამზე ჯდომა, რათა ემსახუროს უცხოურ ძალებს საქართველოს საწინააღმდეგოდ, რომელსაც ვადა 29 დეკემბერს გაუვა. ამ მარგინალურ ძალას, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია, არავითარი გეგმები არ ჰქონია და არც ექნება. ისინი მოქმედებენ თავიანთი უცხოელი პატრონების მითითებებით, რომლებსაც ასევე, თავის მხრივ, უკვე გეგმები აღარ აქვთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები