“პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დაზიანდა ბოლო პრეზიდენტების მხრიდან, განსაკუთრებით ქალბატონმა სალომემ ისეთი ზიანი მიაყენა მას, რომ შეიძლება, წლები დასჭირდეს, რათა ეს ზიანი გამოსწორდეს” – პაპუაშვილი

“პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დაზიანდა ბოლო პრეზიდენტების მხრიდან, განსაკუთრებით ქალბატონმა სალომემ ისეთი ზიანი მიაყენა ამ ინსტიტუტს, რომ შეიძლება, მართლა წლები დასჭირდეს, რათა ეს ზიანი გამოსწორდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 29 დეკემბრიდან საქართველოს პატრიოტი ხელისუფალი ეყოლება.

„29 დეკემბრამდე ქალბატონი სალომე ინარჩუნებს ამ პოზიციას, 29 დეკემბრიდან საქართველოს ეყოლება პატრიოტი ხელისუფალი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა მიხეილ ყაველაშვილის განსაკუთრებულ როლს, როგორც ამ პოზიციაზე. პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დაზიანდა ბოლო პრეზიდენტების მხრიდან. განსაკუთრებით ქალბატონმა სალომემ ისეთი ზიანი მიაყენა ამ ინსტიტუტს, რომ შეიძლება მართლა წლები დასჭირდეს, რათა ეს ზიანი გამოსწორდეს. მან შემოიღო პრეცედენტი, რომ თუ გაურიგდები რადიკალ ჯგუფებს პარლამენტში და შეძლებ იმას, რომ, ასე ვთქვათ, პარლამენტის 50-ზე მეტ წევრთან იყო გარიგებული, შეგიძლია აკეთო ყველაფერი. დაარღვიო კონსტიტუცია, ჩაიდინო დანაშაული, მათ შორის, ვინაიდან, აქაც იმუნიტეტი აქვს პრეზიდენტს ხომ? ანუ, აბსოლუტურად გადაახიო თავზე კონსტიტუცია შენს მოსახლეობას. ყველაფერი ჩაიდინო იმიტომ, რომ ზურგი გექნება გამაგრებული რადიკალების მხრიდან და ეს პრეცედენტი რომ მივიწყებას მიეცეს და დაირღვეს, ამას წლები დასჭირდება.

წლები დასჭირდება იმ ავტორიტეტის აღდგენას, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს. მიხეილ ყაველაშვილი ამ როლისთვის არის გამორჩეულად კარგი კანდიდატი. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა ბოლოს და ბოლოს ნახოს რას ნიშნავს ნამდვილი პრეზიდენტი, ნამდვილი პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში, პრეზიდენტი, რომელსაც ერთი მხრივ არ აქვს სახელისუფლებო ბერკეტები და ეს არის ზუსტად საპარლამენტო რესპუბლიკის მახასიათებელი. პრეზიდენტი, მართალია არის სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ ის არ მართავს სახელმწიფოს. ეს უნდა დაგვანახოს ჩვენ მიხეილ ყაველაშვილმა და ასეთი პრეზიდენტი უნდა დავინახოთ ჩვენ, რომელიც მართავს არა თავისი სახელისუფლებო ბერკეტებით, არამედ, ის არის თავისი ავტორიტეტით მნიშვნელოვანი ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები