“თუ ვიტყვით, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნებზე, მაშინ ჯერ უნდა გავიგო, რომ იყო გაყალბება და ეს არ ხდება იმიტომ, რომ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები”, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელიმ განაცხადა.
ბატელის თქმით, საჭიროა დისკუსია, რაც მარტივი არ არის.
“ცოტა ვშიშობ, რომ ჩვენ თუ ვიტყვით, სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნების გამო, მაშინ ჯერ უნდა გავიგო და მოვისმინო, რომ იყო გაყალბება, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოში არჩევნებს ასობით დამკვირვებელი აკვირდებოდა. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიხილო, იყო თუ არა გაყალბებები და ეს არ ხდება იმიტომ, რომ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები და ამიტომ ახლა უნდა დავსაჯოთ, მაგრამ საქართველოს მთავრობის ქცევა მიუღებელია. მომიტინგეების დასჯა, ასეთი ძალადობის გამოყენება მათ წინააღმდეგ მიუღებელია. ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირები უნდა დავსაჯოთ, მაგრამ პარტიის დასჯა იმის გამო, რომ მათ კარგი შედეგი აჩვენეს არჩევნებზე, როდესაც ჩვენ გვერჩივნა, კარგი შედეგი არ ეჩვენებინათ – ეს არაა ის, რასაც მე ვფიქრობ.
ამიტომ, საჭიროა დისკუსია და შეთანხმების პოვნა 27 წევრ ქვეყანას შორის, რაც ყოველთვის იოლი არ არის. არსებობს ორი რამ. ერთი არის არჩევნები – სამართლიანი არჩევნები. ფაქტი ისაა, რომ არჩევნები თუ იყო სამართლიანი, მაშინ ეს ის არაა, რომ ჩვენ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები და ეს ამას დავაბრალოთ, არამედ ამ მომენტში მთავრობის ქცევაა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თუ როგორ ექცევიან დემონსტრანტებს, ისინი ნამდვილად მიდიან არასწორი მიმართულებით. სწორედ ეს უნდა დავგმოთ და არსებობენ პასუხისმგებელი ადამიანები, თუმცა, ამას ვერ დააბრალებ არჩევნების შედეგებს”, – განაცხადა ბატელიმ.