დეპუტატი პარტია “ხალხის ძალის” წევრის თამთა მეგრელიშვილის პოსტსაც აზიარებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს ჩადენილი მკვლელობების არასრული სიაა გამოქვეყნებული.
„გაეცანით “ნაციონალური მოძრაობის” დროს რეჟიმის დავალებით/ხელშეწყობით/მაღალჩინოსნებით მოკლული ადამიანების არასრულ სიას.
ამ რეჟიმის შემოქმედები უდგანან სათავეში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს და გულმოდგინედ ცდილობენ გარედან მიღებული დავალებების შესრულებას. არავითარი “მესამე ძალა” არ არსებობს მათ შორის, ყველა ნაცკლასტერის განშტოებაა სხვადასხვა სახელით.
მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები შინაარსისგან დაცლილია. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა აბსურდულია. მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მშვიდობა აირჩია. დროა, რადიკალური ოპოზიცია მარცხს შეეგუოს და დემოკრატიის პრინციპებს პატივი სცენ. მაგრამ მათი მიზანი ხომ არც დემოკრატიაა და არც ევროინტეგრაცია. მათი მიზანი მხოლოდ ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლა და საბოლოო ჯამში, საქართველოს განადგურებაა, როგორც ეს გარე ძალებმა დაავალეს.
არ შეიძლება ამ საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორებს დაუჯერო და ენდო იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე კარგად აჩვენეს საქართველოს თავიანთი სისხლიანი სახე “ნაციონალური მოძრაობის” სასტიკი რეჟიმის დროს.
ყველას მოგიწოდებთ, პირველ რიგში, საქართველოზე და ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე იფიქროთ და ისე გადაწყვიტოთ, აუბამთ თუ არა მხარს ნაცკლასტერის ყალბი პათოსით გაჯერებულ პროტესტს, რომელიც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული,” – წერს ეკა სეფაშვილი.