“ვხედავთ ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსში, იმდენად გართულნი არიან რუსეთთან ბრძოლით, თავად ითვისებენ იმ მეთოდებს, რომლებიც საქართველოს არაერთხელ უნახავს ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან” – პაპუაშვილი
“ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსში, რომ იმდენად გართულნი არიან რუსეთთან ბრძოლით და იმასთან, რასაც უწოდებენ არადემოკრატიულ ქცევას, თავად ნელ-ნელა ითვისებენ იმ მეთოდებს, რომელიც საქართველოს არაერთხელ უნახავს, მათ შორის, ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველო არის ტესტი ევროკავშირისთვის.
“ამიტომაც ვამბობ, რომ დღეს საქართველო არის ტესტი ევროკავშირისთვის, მათ შორის, დღევანდელი და ამ კვირაში სხვადასხვა სხდომისთვის, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. საქართველო არის ტესტი ევროპისთვის, დარჩება თუ არა ევროკავშირი ერთგული იმ დეკლარირებული ღირებულებებისა, რომელზეც ხშირად საუბრობენ. დარჩება თუ არა ის ერთგული დემოკრატიისა და ხალხის ნების აღიარებისა, თუ აირჩევს გზას, სხვა ქვეყნებში ჩაერიოს ხალხის ნებაში და შეეცადოს მართული დემოკრატიის ჩამოყალიბებას, სადაც ხელისუფლებად ჩათვლიან მხოლოდ მათ, ვინც მათ გემოვნებასა და პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯდება,” – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.