რუსი ჩინოვნიკები: რუსეთის ძალაუფლება ქვეყნის შიგნით მცირდება
რუსეთის ძალაუფლება ქვეყნის შიგნით მცირდება. ასეთი მოსაზრება პუტინთან დაახლოებულ რამდენიმე ჩინოვნიკს აქვს, – წერს უცხოური პრესა. მათი აზრით, შიდა ბრძოლა რუსეთის პრეზიდენტის ახლო გარემოცვაში აფერხებს გადაწყვეტილების მიღებას, რომლის შედეგად სანქციების ამოქმედება რუსეთის ეკონომიკაზე დადებით გავლენას იქონიებს. ჩინოვნიკების თქმით, პუტინი უფრო მეტად საგარეო პოლიტიკაზეა ორიენტირებული და ვერ იცლის ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემების მოგვარებისთვის.
ჩინოვნიკების ერთი ჯგუფი, რომელიც მედვედევთან უფრო ახლოსაა, რუსეთის მსოფლიო საფინანსო სისტემიდან გარიცხვის ფაქტს განიცდის, სხვები კი, რომელშიც სახელმწიფო კომპანიების წარმომადგენლები და, კერძოდ, „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინიც შედის, თვლიან, რომ რუსეთის ეკონომიკაზე სახელმწიფო კონტროლი უნდა გაძლიერდეს.