“საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო – ტყუილია, არ გაგვიუქმებია” – მამუკა მდინარაძე

“საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო – ტყუილია, არ გაგვიუქმებია! (კანონს თუ ვინმე წაიკითხავს, ცუდი არ იქნება)”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“რატომ კადრულობენ ამ ტყუილს, შეგიძლიათ, ტყუილის ავტორებს მოჰკითხოთ, თან მკაცრად!

რაც შეეხება ხელშეკრულებით დასაქმებულს, მას არც აქამდე მოეთხოვებოდა! მაგალითად, მინისტრს შეეძლო დაენიშნა უცხოელი მრჩეველი, რომელმაც ქართული არ იცოდა. თუ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონტექსტმა ვინმე ააღელვა ამ მიმართულებით, შეგვიძლია ხელშეკრულებით დასაქმებულზეც ჩავწეროთ ენის ცოდნის ვალდებულება, არ იქნება ისე ცუდი, ადგილობრივების დასაქმების სავალდებულოობის კონტექსტში.

უცხოელ მუშახელზე გამონაკლისს დავუშვებთ, ბოლოს და ბოლოს, თუ აუცილებელი იქნა”, – წერს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები