“შვეიცარიაში ვცხოვრობდი და ამ მშვიდ ქვეყანაში, როდესაც აქციას ჰქონდა ოდნავ გადაჭარბებული ხასიათი, განცვიფრებული ვუყურებდი, როგორ მოქმედებდა პოლიცია, როგორ მკაცრად” – მიხეილ ყაველაშვილი

“შვეიცარიაში ვცხოვრობდი და იქაც, ამ მშვიდ ქვეყანაში, როდესაც აქციას ჰქონდა ოდნავ გადაჭარბებული ხასიათი, განცვიფრებული ვუყურებდი, როგორ მოქმედებდა პოლიცია, როგორ მკაცრად – არ ასხვავებდა არც ქალს და არც მამაკაცს”, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე. შვეიცარიაში ვცხოვრობდი და იქაც ამ მშვიდ ქვეყანაში, როდესაც აქციას ჰქონდა ოდნავ გადაჭარბებული ხასიათი, განცვიფრებული ვუყურებდი, როგორ მოქმედებდა პოლიცია, როგორ მკაცრად – არ ასხვავებდა არც ქალს და არც მამაკაცს, ისე მკაცრად იქცეოდა. დარწმუნებული ვარ, ეს რომ ნახონ ჩვენმა მოქალაქეებმა, ყველა აღშფოთდება და შეიძლება, ქართველი ადამიანისთვის შეშფოთება გამოიწვიოს, მაგრამ ჩვენ სხვა სოციუმი ვართ.

მე ახლა საშუალება მეძლევა, პირდაპირ ვესაუბრო მოქალაქეს. მით უმეტეს, იმ მოქალაქეს, რომელსაც ჩემგან განსხვავებული შეხედულებები აქვს. ეს ჩემს ინტერესშია, ჩვენ გზები გამოვნახოთ, რომ ვისაუბროთ, დისკუსია გავხსნათ აი, ამ ჩემს დამოკიდებულებაზე, რომ სიმართლე ვთქვათ ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები