“სამწუხაროდ, წინა პრეზიდენტებმა საკმაოდ ნეგატიური როლი ითამაშეს, რომ გავიდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან” – მიხეილ ყაველაშვილი

“სამწუხაროდ, წინა პრეზიდენტებმა საკმაოდ ნეგატიური როლი ითამაშეს, რომ გავიდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან”, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საპარლამენტო მოწყობაში პრეზიდენტს აქვს განსაკუთრებული როლი, განსაკუთრებული მისია – სიმბოლური ხასიათის სახელმწიფოს მეთაური. თუმცა, ეს დაბალანსებული ინსტიტუტები, რომელიც ჩვენს მთავარ დოკუმენტშია მოცემული, აუცილებელია, რომ კარგად იყოს გააზრებული ჩვენი მოქალაქეების მხრიდანაც, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია, მართოს ქვეყანა. ეს პირდაპირ არის აღმასრულებელი ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა.

სწორედ ეს არის ჩვენი პლუსი, რომ ეს დაბალანსებული პოლიტიკა, რომელსაც ჩემი აზრით საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვს იმისთვის, რომ სწორედ ამ გამოწვევაში, რომელიც საზოგადოებაში დღეს არის, პრეზიდენტის როლი განსაკუთრებული შეიძლება იყოს. ვხედავ შესაძლებლობებს, რომ საზოგადოება გაერთიანდეს და დასრულდეს პოლარიზაცია.

ჯერ მკაფიოდ იყოს გამოკვეთილი ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა როლი აქვს კონსტიტუციურად პრეზიდენტს, რომ არ იყოს კონფლიქტში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და მან შეასრულოს საკუთარი მოვალეობა და უფლებამოსილება, რაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ეს არის მთავარი საკითხი, რადგან პირველი პირი ხარ სახელმწიფოსი, შენ თავად უნდა იყო მაგალითი მოქალაქეებისთვის, რომ იცავ კონსტიტუციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ დაუბრუნდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი კონსტიტუციას, ჩვენს მთავარ დოკუმენტს, ყველა მოქალაქისთვის პატივსაცემ დოკუმენტს“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები