“რადიკალიზმის დაფინანსება კარგს არაფერს უქადის როგორც ქვეყანას, ასევე ალბათ თვითონ იმ პირებს, ვინც მათ აფინანსებს” – მათიკაშვილი
“რადიკალიზმის დაფინანსება კარგს არაფერს უქადის როგორც ქვეყანას, ასევე ალბათ თვითონ იმ პირებს, ვინც მათ აფინანსებს, რადგან მათ მიერ გაღებული თანხები უკან არ ბრუნდება”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჭყონია-წერეთლის დავის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
„რადიკალური, შავი მიზნებისთვის, ფულის ძიების საკითხი რადიკალებში მუდმივად დღის წესრიგში იყო. იქ ჩვენ კეზერაშვილის დაფინანსების სიტუაციას ვხედავდით – რაღაც სესხის ხელშეკრულებებია ერთმანეთში გაფორმებული, რომელსაც აბრუნებენ თუ არ აბრუნებენ, ერთმანეთში გაარკვიონ. მოკლედ, საქმე ის არის, რომ რადიკალიზმის დაფინანსება კარგს არაფერს უქადის როგორც ქვეყანას, ასევე ალბათ, თვითონ იმ პირებს, ვინც მათ აფინანსებს, რადგან მათ მიერ გაღებული თანხები უკან არ ბრუნდება, როგორც ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სოფო ჭყონია ვატო წერეთლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის ემზადება.