“ევროკავშირის პოსტსაბჭოთა მთავრობების მხრიდან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, კითხვა, რომელსაც ამომრჩეველთა 54%-მა გასცა პასუხი, ახლა უკვე ყველა მოქალაქისთვის ისმის, გვინდა ვმართოთ, თუ გვინდა გვმართონ” – შალვა პაპუაშვილი

“ევროკავშირის პოსტსაბჭოთა მთავრობების მხრიდან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, კითხვა, რომელსაც ამომრჩეველთა 54%-მა გასცა პასუხი, ახლა უკვე ყველა მოქალაქისთვის ისმის – გვინდა ვმართოთ, თუ გვინდა გვმართონ?”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, ესტონეთის და ლიეტუვის მთავრობების მხრიდან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის აქტუალურია კითხვა თუ რა სურთ მათ – უნდათ რომ თავად მართონ, თუ სხვა მართავდეს.

„ევროკავშირის პოსტსაბჭოთა მთავრობების მხრიდან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, კითხვა, რომელსაც ამომრჩევლების 54%-მა 26 ოქტომბერს გასცა პასუხი, ახლა უკვე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ისმის: გვინდა ვმართოთ, თუ გვინდა რომ გვმართონ?”, – წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები, ხოლო ესტონეთმა 14-ს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები