დიმიტრი სამხარაძე – აქციის მონაწილეებს: დღეს იმ ხელისუფლებამ გადაგარჩინათ, რომლის გადადგომას ითხოვდით და ბედი თქვენი, სხვა ხელისუფლება რომ არ არის! დღეს საზარბაზნე ხორცებად მიგატოვეს თქვენმა ლიდერებმა!
“ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ნაძვის ხის ანთების გადადებას ეხმაურება.
“ამ ვიდეოს კარგად უყურეთ, მანქურთებო და უცხო ქვეყნის აგენტებო.
დღეს, იმ პოლიციამ გადაგარჩინათ, მართლა გაბრაზებული ხალხის რისხვისგან, რომლებსაც 2კვირა წვავდით, აგინებდით, ოჯახის წევრებს უწიოკებდით! დღეს, ქართული ოცნების ლიდერებმა გადაგარჩინეს, კახა კალაძის თაოსნობით, რომლებსაც შეურაცხყოფას აყენებდით! დღეს, იმ ხელისუფლებამ გადაგარჩინათ, რომლის გადადგომას ითხოვდით და ბედი თქვენი სხვა ხელისუფლება რომ არ არის! დღეს საზარბაზნე ხორცებად მიგატოვეს თქვენმა ლიდერებმა! ყველა გაიპარა, როცა პოლიციის კორდონი გაკეთდა და უსაფრთხოდ იგრძენით თავი, მარტო კიკიმორა ზურაბიშვილი შემოგიგორეს!”, – წერს სამხარაძე.