დიმიტრი ხუნდაძე: უმცირესობის უმრავლესობად წარმოჩენა დემოკრატიას ფუნდამენტურად აზიანებს და საწინააღმდეგო აზრის მიუღებლობა მის განადგურებამდე, ფაშიზმის მაჩვენებელია, ეკლესიაზე თავდასხმა კი – საბჭოური გადმონაშთი

„დღეს თბილისის შუაგულში საახალწლო ნაძვის ხე აინთება და ოჯახებიც იწყებენ საზეიმო სამზადისს. მოვახერხოთ და ერთმანეთს გამარჯობა ვუთხრათ და მშვიდობით დავშორდეთ,” – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და დასძენს, რომ რადიკალიზმი სიკეთეს ვერ მოიტანს და ის დროულად უნდა შეჩერდეს.
„სიკეთე და სიმშვიდე ჩვენს ერთადერთ სამშობლოს!
რადიკალიზმი სიკეთეს ვერ მოიტანს და ის დროულად უნდა შეჩერდეს. ქუჩაში მუდმივი აურზაური, ძალადობა, ბულინგი, შეურაცხყოფა და “მივარდნები” არ არის დასავლური სტანდარტი.
უმცირესობის უმრავლესობად წარმოჩენა დემოკრატიას ფუნდამენტურად აზიანებს და საწინააღმდეგო აზრის მიუღებლობა მის განადგურებამდე, ფაშიზმის მაჩვენებელია, ეკლესიაზე თავდასხმა კი – საბჭოური გადმონაშთი. სამწუხაროდ ამის ჩამდენი ხალხი იჩემებს “დასავლურობას” და სხვას “რუსეთუმეობას” აბრალებს.
დროა სამშობლოს სიყვარულს ჩამოვაცილოთ პოლიტიკური კეკლუციც და ბრმად ვიღაცის მიდევნებაც. ბრაზი სიმშვიდით შევცვალოთ და ზიზღი-კეთილგანწყობით.
დღეს თბილისის შუაგულში საახალწლო ნაძვის ხე აინთება და ოჯახებიც იწყებენ საზეიმო სამზადისს. მოვახერხოთ და ერთმანეთს გამარჯობა ვუთხრათ და მშვიდობით დავშორდეთ,” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები