საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დასრულდა – ცესკო-მ ხმების დათვლა დაიწყო

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დასრულდა. ცესკო ხმების დათვლას იწყებს. პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში წარიმართა და მას ცენტრალური საარჩევნო კომისია უძღვებოდა. ხმა ჯერ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა მისცეს.

ოპოზიციას პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება. ყაველაშვილი “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა.

პრეზიდენტის ასარჩევად 300-წევრიანი კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის – სულ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი. არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები