ხატია დეკანოიძე: სალომე ზურაბიშვილი რჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად

“საცოდაობაა, რაც პარლამენტში ხდება”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი რჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი საცოდავი გამოვლინებაა, როდესაც არალეგიტიმური პარლამენტი არალეგიტიმურად ირჩევს ადამიანს, რომელიც არის ფსკერი ყველა პოლიტიკური მიმართულებით. განათლებაზე უკვე საუბარი აღარ მაქვს. ეს პროცესი, რა პროცესიც დღეს მიდის საქართველოში, არ შეჩერდება და ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს. მე ამის თქმის არ მეშინია. სახალხოდ, საჯაროდ ყველამ უნდა ვთქვათ, რომ რეჟიმი უნდა დაემხოს, წარმოუდგენელია, სხვანაირად ეს ქვეყანა, მომავალი არ ექნება. ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ საქართველო გადააქციოს „დურაკოვოდ“. არ იქნება ასე, ვერ მოხდება საქართველოს გადაქცევა რუსეთად. ამას აპროტესტებს ეს ხალხი. პროტესტი, პროტესტი და ხელშეწყობა პროტესტისთვის, ეს არის მთავარი გეგმა და ერთია პოზიცია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი რჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნებს, არჩევნების შედეგებს და თავისუფლება პოლიტპატიმრებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ნაწამები, ნაგვემი ჩააგდო ბიძინა ივანიშვილმა ციხეში. ხალხი თვითონ აკეთებს ყველაფერს, იმით, რომ არ ჰყავს ამ პროტესტს ლიდერები, არ ჰყავს წარმმართველები. ყველაფერი არის ჰორიზონტალურად, რაც არის ამ პროტესტის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები