სალომე ზურაბიშვილი: დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა – ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს

„პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს.

„ერთი წლის წინ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო და დღეს ცენტრალური კომისიის მსგავსი „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა. ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, პარლამენტში პრეზიდენტის არჩევის პროცედურა მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები