მამუკა მდინარაძე – სალომე ზურაბიშვილზე: ძალიან მაინტერესებს, უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, როგორ ჩაებღაუჭება თავის სკამს
“ძალიან მაინტერესებს, სალომე ზურაბიშვილი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, აი, „კარწინკა“, როგორც თქვენ გიყვართ ხოლმე თქმა, როგორ ჩაებღაუჭება თავის სკამს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მედიას განუცხადა.
„ხალხი აქციებზე აღარ მიდის, მუხტი დაეცა და ბევრი პროფესია უნდა ყოფილიყო. ჩემს პოსტში სიმბოლურად იყო ნათქვამი 48-ც და 1500-ც. 1 500 იყო, თუ 1 950 ამას ვერავინ დათვლის, მაგრამ რადგან ცოტა ხალხი იყო, შეეცადნენ, პროფესიებით გაებევრებინათ. შემდეგ იყო ამ რაოდენობაზე იმდენად პანიკა და წუხილი, რომ ჩემს პოსტზე იყო შემოსევა. წარმოიდგინეთ, პოსტის ადმინები გვეუბნებოდნენ, რომ ამდენი „ნაცი“ ერთ პოსტზე ჯერ არ ყოფილაო.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს დაგიწუნათ ხალხის რაოდენობა და კი არ დარჩა. ჩაიარა და წავიდა. იმის თქმა მინდა, რომ ამ დეტალებში, აი, ამ სასაცილო ვითარებაში იგდებენ თავს. ძალიან მაინტერესებს, სალომე ზურაბიშვილი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, აი, „კარწინკა“, როგორც თქვენ გიყვართ-ხოლმე თქმა, როგორ ჩაებღაუჭება თავის სკამს, არ გაუშვებს ხელს და ვიღაცამ თითები უნდა ააწევინოს, სკამს ხელი რომ გაუშვას. აი, ამ მდგომარეობაში იგდებს თავს, იმდენად მძიმე ემოციური ფონი აქვს მას“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში პრეზიდენტის არჩევის პროცედურა მიმდინარეობს.