ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს, გალუსტ საჰაკიანს შეხვდა.
როგორც“კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლების გააქტიურებაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ორი ქვეყნის პარლამენტთაშორისი თანამშრომლობისა და მეგობრობის ჯგუფების ურთიერთობების გააქტიურებას.
ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
გალუსტ საჰაკიანის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობა სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროში პოზიტიური მიმართულებით ვითარდება.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები