ლევან ნიკოლეიშვილი: ქრისტიანობისა და სამშობლოს, სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ ჯერ არავის არ მოუგია

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან მომხდარ შემთხვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ასე დაიწყეს, ანგაჟირებულები და ჭკუიდან გადასულები ჯერ ქუჩების გადაკეტვას ცდილობდნენ რამდენიმე ადგილას, მერე ეკლესიასთან ჩამოიარეს და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ყვიროდნენ მამა შალვა კეკელიას და სხვა მღვდელმსახურების მისამართით. ამას, ხომ მოხერხება და მზაკვრული დაგეგმვა უნდა, საქართველოში ეკლესიაში მივარდე და მღვდლები გალანძღო. მართლა ეშმაკეულები და შეპყრობილები გვებრძვიან. ქრისტიანობისა და სამშობლოს, სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ ჯერ არავის არ მოუგია, ეს უღმერთოები და უსამშობლოებიც სასტიკად დამარცხდებიან“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა იმართება, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება მოჰყვა აქციის მონაწილეების რეპლიკებს ტაძართან მდგომი სამღვდელოების წარმომადგენლების მიმართ, თუ რატომ არ საუბრობს ეკლესია აქციებზე მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ხმამაღლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები