გიორგი მარგველაშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის გალუსტ საჰაკიანის ხელმძღვანელობით სომხეთის დელეგაცია მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველო-სომხეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობას. ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველო-სომხეთის საპარლამენტო ჯგუფებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები