მეხის დარტყმამ კოლუმბიაში 11 ადამიანი მოკლა
11 ადამიანი დაიღუპა კოლუმბიაში მეხის დარტყმის შედეგად, 15-მა კი დაზიანებები მიიღო. ტრაგიკული შემთხვევა ქვეყნის მთიან ტერიტორიაზე, რელიგიური ცერემონიის დროს მოხდა.
უცხოური პრესის ცნობით, დაღუპულები ტრადიციულ ადათ-წესს „სულის ჰარმონიზაციას“ ატარებდნენ.
ჯარების ქვედანაყოფების დახმარებით, გადარჩენილები საჰაერო გზით ქალაქ სანტა-მარტას საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ მე-2 და მე-3 ხარისხის დამწვრობები აღმოაჩნდათ.
კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.