თამარ ჩერგოლეიშვილი: „მთავარს“ ურევს სააკაშვილი და არა ბიძინა

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ ირგვლივ შექმნილ სიტუაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

”მთავარს ურევს სააკაშვილი, ოქუაშვილს იყენებს.

ეს იცის მთავარის ყველა ჟურნალისტმა.

სააკაშვილი რომ შუაში არ იყოს და ბიძინაზე ეჭვი ჰქონდეს, დაწერდა 67 პოსტს და ოქუაშვილს ამოთხვრიდა ტალახში.

მაგრამ მან “დამფუძნებლებს შორის კამათისგან” თავი შორს დაიჭირა.

სააკაშვილია მთავარ არხთან შუაში და არა ბიძინა.

აკეთებს (დაახლოებით) იმავეს, რაც თავის დროზე გვარამიას ხელით ტაბულა ტვ-ს გაუკეთა.

უბრალოდ, ყალბი მონოლოგები ქართული მედიის ტრეიდმარკია –

ისინი ხომ მაყურებელს ბრიყვად მიიჩნევენ”,- წერს ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები