ლევან მაჭავარიანი: ბევრი ევროპარლამენტარი დაინტერესებულია, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ და მოაბრუნონ მართული ხელისუფლება, აგენტებით დაკომპლექტებული
ბევრი ევროპარლამენტარია, რომელიც დაინტერესებულია, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ და მოაბრუნონ მართული ხელისუფლება, აგენტებით დაკომპლექტებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ჩვენ ველოდებით ტრამპის ინაუგურაციას. ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომ როგორც კი ის ოფიციალურად გახდებოდა ამერიკის პრეზიდენტი, მყისიერად მოახდენდა უკრაინაში ომის შეჩერებას. საქართველოში ჩატარებული არჩევნები, ამერიკაში ჩატარებული არჩევნები და უკრაინაში ომის დასრულება, არის ის სამი ძირითადი კომპონენტი, რომელიც გამოიწვევს ურთიერთობების თვისობრივ გადატვირთვას როგორც ამერიკასთან, ისე ევროკავშირთან“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.